არგენტინაში შტორმს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
შემთხვევა საპორტო ქალაქ ბაია ბლანკაში მოხდა, ბუენოს-აირესიდან სამხრეთით, დაახლოებით 570 კილომეტრში. ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აჭარბებდა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და გაითიშა ელექტროენერგია. დაშავებულია 14 ადამიანი.