logo

POG: დაკავებული მოქალაქეებს ნივთების გამოწერას დაპირდა, მოტყუებით დაეუფლა 149 259 ლარს

20 მარ 202418:48
3 წუთის საკითხავი
clock 558
2024/03/20/ng8m9qxninpljtw.jpeg

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბრალი წარედგინა დაკავებულს, რომელმაც მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული Facebook-ზე შექმნილი გვერდების გამოყენებით, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან ავეჯისა და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა, თუმცა ნივთები არ გამოიწერა და 14 მოქალაქის კუთვნილი 149 259 ლარი მოტყუებით მიითვისა. 

ბრალდებული 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს", - ნათქვამია განცხადებაში.



close დახურვა