logo

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩის ბილეთები UEFA-ს პორტალზე გაიყიდება

30 მარ 202413:35
3 წუთის საკითხავი
clock 414
2024/03/30/voda39jq34makl5.jpg

ქართველი გულშემატრკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩის ბილეთები UEFA-ს პორტალზე გაიყიდება. 

ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ევროპის ჩემპიონატი UEFA-ს ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. 

უახლოეს დღეებში UEFA-სგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 



close დახურვა