logo

პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ - კანონის განხილვა 9-ზე დაიწყება

29 აპრ 202402:08
3 წუთის საკითხავი
clock 320
2024/04/29/wduktl27jqfxlxu.jpg

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 29 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, შესაბამისად ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდებათ.

შენობაში ამჯერადაც არ შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს.

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში დილის 9:00 საათიდან დაიწყება.

ონლაინმედიის ჟურნალისტები პარლამენტში არც წინა განხილვებზე შეუშვეს.



close დახურვა