logo

ოხანაშვილმა ვაშაძეს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

29 აპრ 202409:41
3 წუთის საკითხავი
clock 246

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს დარბაზი დაატოვებინა. 

"არაერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრა. დატოვეთ ახლა სხდომათა დარბაზი, ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი", - თქვა ოხანაშვილმა და ტექნიკური შესვება გამოაცხადა. 

ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ "სხდომის ჩაშლის მცდელობა იქნება", რეგლამენტის ყველა პროცედურას გამოიყენებს. 

დარბაზის დატოვების შემდეგ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი, რითაც ოხანაშვილს მიმართა იყო ის, რომ პროცედურა დაეცვა და კითხვის დასმის შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის მიეცა. 

"სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ, რომ ივანიშვილის დავალება და რუსული ამოცანა შეასრულონ. ყველა პირდაპირ ეთერში ხედავდით, არაფერი არ ხდება და პროვოკაციაზე მიდიან, რომ დეპუტატები გააძევონ. თავიდანვე, მათი ამოცანა არის დეპუტატების გაძევება სხდომათა დარბაზიდან, ასე იყო ზუსტად ჩემს შემთხვევაშიც", - განაცხადა ვაშაძემ. 

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს. ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვს.



close დახურვა