logo

ოხანაშვილმა დარბაზი მესამე დეპუტატს, თამარ კორძაიასაც დაატოვებინა

29 აპრ 202410:42
3 წუთის საკითხავი
clock 307

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას დაატოვებინა.

კითხვის დასმისას ოხანაშვილმა კორძაიას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას მიმართა სიტყვებით:

"არც გცხვენიათ, კაცო, კითხვა დამასმევინეთ".

ამ რეპლიკის შემდეგ, ოხანაშვილმა კორძაიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

"დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თამარ, დატოვეთ დარბაზი, ტექნიკური შესვენება", - თქვა ოხანაშვილმა.

დარბაზის დატოვების შემდეგ კორძაიამ აღნიშნა, რომ ოცნება პირდაპირ რუსეთის დავალებას ასრულებს.

"ესენი არიან რუსეთის და ბიძინას მგზავრები, ასრულებენ პირდაპირ რუსეთის დავალებებს. თქვენ ხედავთ, ოდნავ მაინც თუ დასვამ კვალიფიციურად შეკითხვას და ეცდები, რომ უპასუხა, თავს გესხმის ყველა და იმ წუთშივე გაძევებთ ანრი ოხანაშვილი დარბაზიდან. ანრი არის პირველი მგზავრები, ეტყობა, ეჩქარება, რომ პირველი ჩავიდეს რუსეთში. საერთოდ კომიტეტი რისთვის ჩაატარეს, გაურკვეველია", - აღნიშნა დეპუტატმა.

მანამდე სხოდმის თავმჯდომარემ დარბაზი გიორგი ვაშაძესა და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინა და თქვა, რომ თუ "სხდომის ჩაშლის მცდელობა იქნება", რეგლამენტის ყველა პროცედურას გამოიყენებს.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.



close დახურვა