logo

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე ბრალი წარუდგინეს

16 სექ 202513:06
3 წუთის საკითხავი
clock 1647
2025/09/16/iqnl6di33wih807.jpg

პროკურატურის ინფორმაციით, მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

მათი ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალს არასრულწლოვანი კედელთან ყავს მიმწყვდეული და მასზე ძალადობს.



close დახურვა