logo

ხვალ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ჩამოვა

25 მაი 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock 4316
2021/05/25/jhhvn2963nj8xfm.jpg

ხვალ, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ჩამოდის. ანდჟეი დუდას ვიზიტი ორ დღიანია.

ის 26 მაისს თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.

27 მაისს კი, დაგეგმილია ანდჟეი დუდას და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომლის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ანდჟეი დუდა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.



close დახურვა