მსურს, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით მივმართო ჩვენს მეგობრებს, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქალაქებს და წინააღმდეგობას უწევენ - მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში.
მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომლებმაც ამ ბრძოლაში უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს.
მინდა მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც მეზობელ ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, ზოგიერთი მათგანი საქართველოში ჩამოვიდა.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ ვიცით, ეს რას ნიშნავს და ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად უწევთ წინააღმდეგობას ამ ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 29 დღის განმავლობაში და ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც რუსეთთან უკვე მოიპოვეთ, იმის ჩვენებით, რომ როგორც ყველას ეგონა, სუპერ ძალა არაა საკმარისი უკრაინის დასამარცხებლად, მით უფრო უმოკლეს დროში, როგორც ეს (რუსებს) ეგონა.
Მთელი გულით მსურს, გისურვოთ წარმატება, გამარჯვება, გამძლეობა, რადგან ჩვენ, როგორც თქვენმა მეგობრებმა, ვიცით, რომ სწორედ თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საერთო ევროპული გზისთვის.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.